ჰაკათონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

როგორც იცით, EUhack-ის გუნდის ორგანიზებით (30.03.18 – 01.04.18)  კიდევ ერთი 48 საათიანი ჰაკათონი ჩატარდა, რომლის ფარგლებში გამოვლინდა 3 გამარჯვებული გუნდი.

გვინდა გაგაცნოთ თითოეული მათგანის პროექტები:

 

I ადგილი – Let’s Watch – აკაკი ხოჭოლავა, თორნიკე ცომაია, ჯონი კოსტავა, გიორგი ჭეიშვილი

Let’s Watch ფოტოები
Lets watch1
Lets watch4
Lets watch3
Lets watch2
 

Let’s Watch არის აპლიკაცია რომელიც საშუალებას გვაძლევს ერთ ან რამდენიმე მეგობართან ერთად ვუყუროთ რაიმე ფილმს ან სერიალს სინქრონში. აპლიკაციას უამრავი დადებითი მხარე აქვს:

  • იქიდან გამომდინარე, რომ ფილმის/სერიალის ყურება ხდება სინქრონულად, თუ ერთ-ერთი მაყურებელი მას დააპაუზებს, შესაბამისად დაპაუზდება მის მეგობრებთანაც რაც უზრუნველყოფს ფილმის ერთად ყურებას
  • აპლიკაცია დასინქრონებულ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს უყურონ ერთიდაიმავე ფილმს/სერიალს განსხვავებულ ენებზე (მაგ: ერთმა მათგანმა ინგლისურად, მეორემ რუსულად)
  • ფილმის/სერიალის მიმდინარეობის პროცესში მომხმარებელს შეუძლია მონიშნოს(ხატოს) გარკვეული ადგილები ეკრანზე (მაგ: სასაცილო მომენტები, ხაზი გაუსვას კონკრეტულ ნივთს და ა.შ)
  • აპლიკაციას თან ერთვის მესენჯერის ფუნქციაც, რაც შესაძლებელს ხდის მესიჯების გაგზავნასა და ემოციების გაზიარებას აპლიკაციიდან გაუსვლელად
  • არსებობს მობილური აპლიკაციის სახითაც, რაც უფრო დიდ მიმზიდველობას სძენს ამ პროდუქტს

 

 

II ადგილი – PRemote – საბა ხუხუნაშვილი

PRemote ფოტოები

 

 

PRemote არის აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მართოს კომპიუტერი ნებისმიერი დისტანციიდან თავისივე მობილური ტელეფონით. ყოველივე ეს კი შემდეგნაირად ხდება – მობილური აპლიკაციის საშუალებით მომხმარებელი ხმოვანი ან ტექსტური შეტყობინების სახით აგზავნის ბრძანებას კომპიუტერში, რომელზეც შემდგომში კომპიუტერი შესაბამისად რეაგირებს. აღნიშნული აპლიკაციის საშუალებით შეგვიძლია ტელეფონით შევასრულოთ შემდგომი ოპერაციები:

  • კომპიუტერის გამორთვა
  • მუსიკის ჩართვა
  • კომპიუტერის კამერის ჩვენება მობილურში
  • კომპიუტერის ეკრანის ჩვენება მობილურში
  • და ა.შ…

 

 

III ადგილი – თამადAPP – ლევან მიქელაძე, მიხეილ პატარაია

 

თამადapp ფოტოები

 

თამადაპი არის აპლიკაცია, რომელიც გამოუცდელ ადამიანს საშუალებას მისცემს გაუძღვეს ტრადიციულ სუფრას. ლევან მიქელაძის თქმით, აპლიკაციის შექმნის იდეა ნაბახუსევზე გაჩნდა, თავის მეგობარ – მიხეილ პატარაიას გაუზიარა და იდეას სწორედ ჰაკათონზე შეესხა ხორცი.

აპლიკაციის დიზაინი თავად ლევანმა შექმნა, ხოლო მიხეილმა მისი პროგრამული გამართულობა უზრუნველყო.

დღესდღეობით აპლიკაცია მოიცავს ქართული სუფრის სახეების ჩამონათვალს, რომლებიც შემდგომში სადღეგრძელოებად და სადღეგრძელოს ტექსტებადაა ჩაშლილი, მომავალში კი მისთვის სხვადასხვა საინტერესო ფუნქციების შემატებაც იგეგმება, როგორებიცაა:

  • კონკრეტულად ჭიქაზე ჩანგლის შემორტყმის ხმის ეფექტი
  • შენმთხვევითობის პრინციპით განსხვავებულების შემოთავაზების ფუნქცია
  • ფოტო ფუნქცია, რომელიც კონკრეტული სადღეგრძელოს გახსნისას დააფიქსირებს მომხმარებლის სახეს და გალერეაში დაახვედრებს მისი სახის ამსახველ ფოტოებს პირველიდან ბლო სადღეგრძლოს ჩათვლით
  • და სხვა…

გთავაზობთ თამადაპის ფეისბუქ გვერდის ლინკს – თამადაპი

თანდართული ფოტოებით შეგიძლიათ იხილოთ სამივე გამარჯვებული პროექტის ვიზუალური მხარე

Facebook Comments
გაუზიარე მსოფლიოს ^_^Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
Share on LinkedIn
Linkedin
Share on Tumblr
Tumblr
Pin on Pinterest
Pinterest