ProfHack

✔ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ორგანიზაცია EUhack-ისა და კომპანია “ ბილაინი – Beeline ”-ის ორგანიზებით ტექნოპარკში “პროფესიული განათლების ჰაკათონი” გაიხსნა!

▶ ჰაკათონში მონაწილეობენ განათლების სამინისტროს 14 სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები, რომლებიც მაღალტექნოლოგიურ ან ინოვაციურ პროდუქტებს ფაბლაბების ბაზაზე შექმნიან.
1-2 აპრილს მონაწილე გუნდებმა სხვადასხვა სახის ტრენინგები გაიარეს. ჯიურის წინაშე პრეზენტაციის შემდეგ შეირჩა 14 გუნდი, რომელიც დაიწყებს ფაბლაბში მუშაობასა და იდეის მატერიალიზაციას მენტორის დახმარებით. სამი კვირის განმავლობაში მათ ექნებათ შესაძლებლობა გამოიყენონ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში არსებული დანადგარები (ლაზერული მჭრელი, 3D პრინტერი, პროგრამირებადი ჩარხი და ა.შ.) და შექმნან მაღალტექნოლოგიური პროდუქტები.
▶ საქართველოში 22 სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიიდან 14 პროფესიული სასწავლებლების ბაზაზე მოქმედებს. პროექტის მიზანია კრეატიული აზროვნების განვითარება, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით ცნობადობის ამაღლება და სტარტაპ კომპანიების ფორმირება პროფესიული სასწავლებლების ბაზაზე.
ჰაკათონის დასკვნითი ეტაპი 23 აპრილს ტექნოპარკში გაიმართება, რომლის ფარგლებშიც გუნდები საკუთარი პროექტებით კომპეტენტური ჟიურის წინაშე წარსდგებიან.
#VET #Hackathon

Facebook Comments
გაუზიარე მსოფლიოს ^_^Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
Share on LinkedIn
Linkedin
Share on Tumblr
Tumblr
Pin on Pinterest
Pinterest